რუსთავი 2-ის საქმე

ბოკერია: რ2-ის საქმე იქნება განმსაზღვრელი, თუ როგორი გზით წავა ჩვენი ქვეყანა

ხშირად გვესმის მთავრობის მხრიდან, რომ საქართველო არის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენი მეგობარი ქვეყნების და ორგანიზაციების მხრიდან მართლაც არის ხოლმე შეფასება, რომ საქართველო ბევრ საკითხში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით წინ დგას და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ამ წინ ყოფნის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის, პირველ რიგში, ნაციონალურ დონეზე ისეთი ტელევიზიის არსებობა, რომლის სარედაქციო პოლიტიკასაც ვერ აკონტროლებს მთავრობა და ასეთია რუსთავი 2. ამ ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის და სახელმწიფო განვითარების გზა და კლიმატი ძალიან სახიფათო გზით წავა.

რუსთავი 2-ის საქმე იქნება განმსაზღვრელი საკითხი ჩვენს უახლეს ისტორიაში, თუ როგორი გზით წავა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ჩვენი - ყველა მოქალაქის, ვისაც სურს, რომ წავიდეს სწორი გზით - ამოცანაა, შევინარჩუნოთ ვითარება, როდესაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს მთლიანად მედიასივრცეს და ამაში საკვანძო როლს რუსთავი 2 ასრულებს.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს’’ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

კომენტარები