მედიაომბუდსმენი

კალაძე: მედიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიას რომ არ გასცდეს, საჭიროა მონიტორინგი

სამართლებრივი დავა რუსთავი 2-ის გამო, რომელიც შეიფუთა ერთ-ერთი მხარის მიერ, როგორც თავისუფალი სიტყვის აპოკალიფსი, თვალსაჩინოს ხდის ერთ მთავარ პრობლემას - მედიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის, იგივე სიტყვის თავისუფლების, სწორი ინფორმაციის გავრცელების სავალდებულო ჩარჩოებს რომ არ გასცდეს ან ამ მუშაობაში გარეშე ძალის შეჭრა და ჩარევა არ მოხდეს, საჭიროა ერთგვარი მონიტორინგი, უფრო სწორად წარმმართველი იდეა, კონცეფცია, რომელიც ამ ვნებებს და ქაოსს წესრიგში მოიყვანს.

ამიტომ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა, საერთაშორისო სპეციალისტები იყვნენ მოწვეული ამ ყველაფრის შესასწავლად და მოსაწესრიგებლად, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული. მე პირადად ვისურვებდი, რომ ბატონი ადამ მიხნიკიც ჩართული ყოფილიყოს ამ ჯგუფის მუშაობაში. ეს, უბრალოდ, მაგალითად მომყავს, ვინ, თუ არა, ის, შეაფასებს, შეადარებს და რაციონალურად განსაზღვრავს მედიის თავისუფლების ხარისხს დღევანდელ და გუშინდელ საქართველოში.

მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შემქნასთან დაკავშირებით ვიცეპრემიერი კახა კალაძე საუბრობს თავის ფეისბუქ-ჩართვაში.

კომენტარები