რუსთავი 2-ის აქცია

კახიძე აქციაზე: ყველანი აღვნიშნავთ რუსთავი 2-ის გამარჯვებას ივანიშვილზე

დღევანდელი დღე არის გამარჯვების აღსანიშნავი დღე. ქართულ საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი ყველანი აღვნიშნავთ რუსთავი 2-ის გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილზე . ივანიშვილის მცდელობა იყო, რომ ჩაეხშო თავისუფალი სიტყვა, ჩაეხშო მთავრობისგან დამოუკიდებელი ყველაზე დიდი და რეიტინგული ტელევიზია, რომელიც ძალიან უყვარს ქართველ ხალხას და ბიძინა ივანიშვილს ამის საშუალება არ მიეცა. ვინაიდან, ამის გარანტი, რომ სიტყვის თავისუფლება იქნებოდა საქართველოში შენარჩუნებული, აღმოჩნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ წარვუდგინოთ ეს გზავნილი ცივილიზებულ სამყაროს, რომ ჩვენთვის არის სიტყვის თავისუფლება, ჩვენი არის რუსთავი 2 და ჩვენ არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს საშუალებას რომ დაეპატრონოს რუსთავი 2-ს და წაგვართვას სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი გზავნილი, იმიტომ, რომ ეს ღირებულებები არის ქართული საზოგადოების ღირებულებები. რა თქმა უნდა ერთი ძალიან ნიშნადობლივი გარემოება არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს აქამდე თითქმის ყველაფერი გამოსდიოდა, რასაც ინდომებდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი. ჩემთვსი ასე აღიქმება სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების გამოტანის დღე, როდესაც ივანიშვილს უთხრეს, რომ ეგრე არ არის, როგორც შენ მოინომებ, ისე არ დალაგდება ყველაფერი.

მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე რუსთავი 2-ის მსარდამჭერი აქციის შესახებ, რუსთავი 2-ის ეთერში

კომენტარები