რუსთავი 2-ის საქმე

მინდიაშვილი: სააკაშვილმა ჯერ პარტია დაშალა და, როგორც ჩანს, რ2-საც იგივეს უპირებს

გამსახურდიამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააჩაღა საკუთარ თავთან უმოწყალო ომი - თითქმის ყველა მისი პოლიტიკური ნაბიჯი საკუთარი ძალაუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული; შევარდნაძემ დაახლოებით 2000 წლიდან დაიწყო თავისი ტახტის ნჯღრევა; სააკაშვილს, თვითგანადგურებისკენ ძლიერი სწრაფვის მიუხედავად, ბევრი რამ აკავებდა (განსაკუთრებით - დასავლეთი), მაგრამ ივანიშვილთან წინასაარჩევნო ომში ყველა შეცდომა დაუშვა, რაც კი შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა დაეშვა. ბოლოს კი, ჯერ საკუთარი პარტია დაშალა, და, როგორც ჩანს, ახლა რ2-საც იგივეს უპირებს. ნუთუ ასეთი წარმოუდგენლად დიდი ფასი უნდა გადავიხადოთ იმისთვის, რომ იმ ბრძენმა კაცმაც ბოლომდე შეხრას და გააცამტვეროს საკუთარი ძალაუფლების სტაფილო?

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი რუსთავი ორში მიმდინარე პროცესებს Facebook-ზე აფასებს.

კომენტარები