26 მაისი

მარგველაშვილი: უზენაესი ღირებულება საქართველოს თითოეული მოქალაქის თავისუფლებაა

ჩვენ ცოტა ხნის ისტორიასაც გადავხედოთ, დავინახავთ, რომ რამდენჯერაც გვითქვამს, ჩვენი მოქალაქეების მიმართ სიტყვა - ”ჩავრეცხოთ, განვდევნოთ, არ გვინდა”, იმდენჯერ ეს ცუდად დაგვბრუნებია. ამიტომ უზენაესი ღირებულება საქართველოს თითოეული მოქალაქის თავისუფლებაა. ეს სჯეროდათ ჩვენ წინაპრებს, ამის გვჯერა ჩვენ დღესაც და ასე განვაგრძობთ სვლას მომავალში. პოეტმა შეაჯამა ჩვენი წარსული და მომავალიც ასეთ ფრაზაში - ”სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი”. და დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ვზეიმობთ, მინდა ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, ვინც იარაღით ხელში, ბრძოლის ველზე, ან შეიძლება, თავისი პირადი ცხოვრებისეული მაგალითით აჩვენა უზენაესი ღირებულების მნიშვნელობა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 26 მაისის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები