ნარკოპოლიტიკა

ქართული ოცნების დეპუტატი: მარიხუანის მოხმარება სპერმატოზოიდის შემცირებას იწვევს

მარიხუანის ხანგრძლივი მოხმარების შედეგებზე ბევრი კვლევაა ჩატარებული. მოკლედ გეტყვით - მამაკაცებში იწვევს ტესტოსტერონისა და სპერმატოზოიდის როგორც ხარისხობრივ, ისე როდენობრივ შემცირებას და სრულდება იმპოტენციით და უნაყოფობით. პერიფერიულ არტერიებში შევიწროვება იწვევს შექცევად ინსულტებს, ფსიქოზები, შიზოფრენია. განსაკუთრებით საშიშია მეძუძურებსა და ორსულებში მარიხუანის მოხმარება და იწვევს ნაყოფის განვითარების შეფერხებას და სხვადასხვა ანომალიას.

მაშინ, როცა არასახარბიელო სიტუაცია გვაქვს დემოგრაფიის კუთხით, ვფიქრობ, ცოტა მეტი დაფიქრება გვჭირდება. რა თქმა უნდა, დეკრიმინალიზაციას მხარს ვუჭერთ, რომ არ იყოს თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ შემდეგ ისე არ დარჩეს, რომ არ გვქონდეს კონტროლის მექანიზმი.

ქართული ოცნების დეპუტატი კობა ნაკაიძე პლენარულ სხდომაზე. პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს მთავრობის საკანონმდებლო პროექტს მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით.

კომენტარები