უგულავა მონარქიაზე: 10-15 მილიონი დასჭირდება ამ წმინდა ოჯახის შენახვას

10-15 მილიონი დასჭირდება ამ წმინდა ოჯახის შენახვას. როდესაც ამდენი სოციალური დაუცველია და რაღაც ქულების გამო ართმევენ 50-ლარიან დახმარებას, რა თქმა უნდა, ასეთი მზარდი ხარჯის შემოღება ამორალურია. მონარქია მმართველობის წარსული ფორმაა. ის ქვეყნები, სადაც ეს არის დარჩენილი, სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ იმპერიები და მეფის სახელი მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურია. საქართველოს დღეს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა - ეს არაფორმალური მმართველობაა ანუ ადამიანი, რომელსაც არანაირი სტატუსი არ აქვს და მართავს ყველაფერს.

დღევანდელი პრობლემიდან უნდა გამოვიდეთ. ამას ვერც მეფე უშველის, ვერც კონსტიტუციური მონარქი, ვერც აბსოლუტური მონარქი, ვერც ამირსპასალარი და ვერც სხვა დანარჩენი, რაც არ უნდა დაარქვათ სახელი. პრობლემა არის ივანიშვილი არაფორმალური მმართველობა. ამ საპარლამენტო უმრავლესობიდან ყველაფერია მოსალოდნელი. ისინი აბსოლუტურად იმპულსურად მოქმედებენ. როდესაც მიწის გაყიდვა აკრძალეს, აბსოლუტურად არ უფიქრიათ გლეხებზე. რაღაც გამოგონილ თემებს იგონებენ და შემდეგ ამ თემის კულტივაციას ახდენენ. მერე ამ თემას აჩეჩებენ ხალხს, როგორ რაღაცის მიღწევას.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა საკონსტიტუციო მონარქიის შემოღებაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: სოფელ ფონიჭალაში დავაკავეთ პირი, რომელიც ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა

კომენტარები