მამა თამაზი "ქართველთა მარშის" ორგანიზატორებზე: ყველაზე საშიში, ზნედაცემული ხალხია

არავითარი სიმპატია არ გამაჩნია "ქართული მარში"-ს მონაწილეების მიმართ. ეს ხალხი, მათი მიზნები და მათი აზროვნება უკიდურესად საშიშია ქვეყნისთვის. მათი ნდობა იქნება ქვეყნის უფსკრულში გადაჩეხვა. არ ვენდობი მათ, რადგან ცნებებს, რომლებზეც ასე ხშირად აპელირებენ - "ქართული", "ეროვნული", "ზნეობა" "პატიოსნება" , "ვაჟკაცობა", "სარწმუნოება" და ასე შემდეგ, თვითონ არ სცემენ პატივს და არც ესმით მათი მნიშვნელობა.

ესაა ყველაზე საშიში ხალხი!

ეს გუშინ მათი ბელადის და მათი წევრების მიერ ქართველი ქალის მიმართ გადმონთხეულმა წარმოუდგენელმა სიბინძურემ კიდევ ერთხელ დაადასტურა. როგორ შეიძლება ზრდასრული კაცი ასეთი ზნედაცემული იყო?!

არ ენდოთ არავის, ვინც სიტყვა "ქართულს" და "სარწმუნოებას" ხშირად ახსენებს და ამით სპეკულირებს. მათ საქმეს შეხედეთ მხოლოდ

მამა თამაზ ლომიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ნეოფაშისტური დაჯგუფებაზე ე.წ "ქართველთა მარშზე" წერს
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

21 სექტემბერი ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა

კომენტარები