სასაფლაო

ნარმანია: როცა გარდავიცვლებით, ყველა დავიმარხებით, სასაფლაოს დეფიციტი არ გვექნება

ნუ გეშინიათ, როცა გარდავიცვლებით, ყველა დავიმარხებით, ეს არის ჩემი პასუხი, რა უნდა გითხრათ სასაფლაოებთან დაკავშირებით? გენგეგმაში მოცემულია ის ტერიტორიები, რომელიც მომავალში სასაფლაოებისთვის იქნება გამოყენებული, ასევე სხვა სარიტუალო ღონისძიებებისთვის. ასე რომ, ეს საკითხი გენგეგმაში გათვალისწინებულია, ისევე როგორც სხვა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ასე რომ, დეფიციტი არ გვექნება.

თბილისის მერი დავით ნარმანია მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 2040 წლისთვის, თბილისში არსებულ სასაფლაოებზე ადგილი აღარ იქნება.

კომენტარები