ე.წ ციანიდის საქმე

პროკურორი: მეუფე პეტრე ბრალდებულს ნებისმიერი ხერხით ეხმარება, რა დგას ამის უკან?

მეუფე პეტრესთან მიმართებით, ერთი კითხვის ნიშანი დარჩა - როდესაც ვერც ერთი ობიექტური პირი ვერ დაიჯერებს, რომ ბრალდებული ციანიდს ოქრომჭედლისთვის ეძებდა კეთილი მიზნებით და ეს ვერსია სასამართლოში სრულად გამოირიცხა, რატომ ცდილობს მეუფე პეტრე დახატოს არასწორი სურათი ოქრომჭედლის ვერსიაზე. რატომ ცდილობს გამოძიების დაწყების დღიდან მეუფე პეტრე, რომ ნებისმიერი ხერხით ხელი შეუწყოს ბრალდებულს თავი დააღწიოს ამ მძიმე დანაშაულს. რა დგას ამის უკან? ეს კითხვის ნიშნები არსებობს

განაცხადა ე.წ ციანიდის საქმის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა [წყარო: ინტერპრესნიუსი]

კომენტარები