პრემიერი: ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია, საქართველოში სეკულარიზმი უადგილოა

პატრიარქმა თავის სახლში დაგვპატიჟა. ეს სასტუმროს გახსნა, რა თქმა უნდა, სიმბოლურია ყველა ჩვენგანისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხდება პატრიარქის სამშობლოში, იქ, სადაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი გაიზარდა და სადაც გაატარა ყრმობა. საქართველოს ეკლესიას უდიდესი ძალა გააჩნია და სწორედ ამ ძალის ხარჯზე და ამ ძალის გამოყენებით მოახერხა ჩვენმა ერმა ის, რომ გადარჩენილიყო საუკუნეების განმავლობაში და შეგვენარჩუნებინა ის იდენტობა, რაც დღეს გაგვაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა და, ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც არის უნიკალური მთელ მსოფლიოში

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სნოში სასტუმროს პრეზენტაციაზე

კომენტარები