NDI-ის კვლევა

ელისაშვილი NDI-ზე: ხალხმა აჩვენა, რომ მობეზრდათ უპატრონოდ მიგდებული ქვეყნის ყურება

რას ნიშნავს ამ კვლევის შედეგები: 1. კვლევა ჩატარდა მაშინ როდესაც მხოლოდ ჩემი კამპანია არ იყო დაწყებული, რადგან ოფიციალურად კანდიდატურაც არ მქონდა გაცხადებული - შესაბამისად მე-2 ადგილი არ არის ცუდი დასაწყისი 2. ეს შედეგი ბუნებრივია არ არის საკმარისი და მე არჩევნებში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ვირჯები, არამედ იმისათვის რომ ხალხის დახმარებით გავიმარჯვოთ და თბილისელების პრობლემების მოგვარებას შეუდგეთ. 3. ერთი რამ რაც ნათელია ამ კვლევიდან - იქნება მეორე ტური. 4. ოპოზიციური ხმები ჯამში გაცილებით მეტია ვიდრე ხელისუფლების. ეს აჩვენებს რამდენად დაშორდა ხელისუფლება ხალხს და რამდენად წარმოდგენა არ აქვთ რა უჭირთ უბრალო თბილისელებს და რა პრობლემებით ცხოვრობენ. სულ რაღაც რამდენიმე წლის თავზე ხალხმა აჩვენა რომ მათ მობეზრდათ უპატრონოდ მიგდებული ქალაქის და ქვეყნის ყურება. ახლა მთავარია რომ თითოეულმა თბილისელმა ბოლომდე ირწმუნოს რომ ჩვენ შეგვიძლია გარდავტეხოთ და შევცვალოთ ვითარება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ხალხზე

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება

კომენტარები