არჩევნები 2017

ვაშაძე: ელონ მასკთან ვითანამშრომლებთ, რათა თბილისში ბლოკჩეინ ქალაქი ავაშენოთ

ვაპირებთ ელონ მასკთან თანამშრომლობას, რომ ბლოკჩეინ ქალაქი ავაშენოთ და პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე ქალაქი იყოს სწორედ საქართველოში.

დაგისახელებთ ტერმინებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ წარმატებას რომ მივაღწიოთ: ბიტკოინი, ბლოკჩეინი, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, ICO (კრიპტოვალუტის საჯარო შეთავაზება) ეს არაა ლექცია, მე ამომრჩეველს ვეუბნები - ეს ტერმინები დავიმახსოვროთ თუ გვინდა წარმატების მიღწევა, ეს არის შესაძლებლობა განვითარებს.

სიტყვა ინოვაციაც ძალიან რთული სახმარი იყო საქართველოში, ერთ-ერთი პირველი ვიყავი საქართველოში ვინც ამ ტერმინის გამოყენება დაიწყო. დღეს ხომ არის მარტივად გამოსაყენებლი ეს სიტყვა, ზუსტად ასე იქნება ხვალ და ზეგ ICO.

პარტია ახალი საქართველოს მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ამბობს რუსთავი ორის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში

კომენტარები