ენმ-ის გაყოფა

მელია: ბოკერია-უგულავა-კეზერაშვილი ივანიშვილთან ერთად ცდილობდნენ, დაენგრიათ ენმ

ენმ-ში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მოსყიდვას დაექვემდებარნენ, რამდენიმე პოლიტიკოსი ახლა ვითომ ოპოზიციურ პარტიას რომ წარმოადგენენ, იქაც არიან, რა თქმა უნდა, ღირსეული ადამიანები, მაგრამ ორი-სამი ადამიანის გარდა არავინ არ იცის და ვერავინ დამაჯერებს, რომ ის ყველაფერი რაც მოხდა, გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და დათო კეზერაშვილის გარეშე მოხდა, მათი ნაციონალური მოძრაობიდან გაყოფა. გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და დათო კეზერაშვილის, დიახ, აქტიური მონაწილეობით იყო მცდელობა ბიძინა ივანიშვილთან ერთად, დანგრეულიყო ნაციონალური მოძრაობა.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის შესახებ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში საუბრობს, გადაცემაში "დიანა ტრაპაიძის დღის ამბები".

კომენტარები