არჩევნები 2017

ნოდია: კალაძემ ან ბრალდებები უნდა გააქარწყლოს, ან კანდიდატურა მოხსნას

ამ საკმაოდ მძიმე ბრალდებებს პასუხობს კალაძე იმით, რომ ელენე ხოშტარიას დაბალი რეიტინგი აქვს? რომც ჰქონდეს, რა მერე? ელენე ხოშტარიას საერთოდ რომ არაფერი ეთქვა ამ თემაზე, პრობლემა მაინცაა.

ბრალდების სიმძიმე ორ რამეშია: 1. ფარისევლობაში: თან "ურბანული გენოციდის" დამთვრებას გვპირდება და თან მისი აქტიური მონაწილე და მოსარგებლეა, 2. თანამდებობას იყენებს საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად.

ცოტა ნორმალურ ქვეყანაში კალაძემ ან ეს ბრალდებები უნდა გააქარწყლოს, ან კანდიდატურა ახლავე მოხსნას. ხოლო - თუ ეს ბრალდებები ვერ გააქარწყლა - ამომრჩეველმა ხომ თავისთავად არ უნდა მისცეს ხმა.

"რაზმეჩტალსია".

პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება. კალაძემ 15 სექტემბერს თქვა, რომ ელენე ხოშტარიას ბრალდებებს ვერ უპასუხებს, რადგან "მისი მეუღლე არის m2-ის დირექტორი თუ რაღაც" და "რეიტინგი აქვს ნულზე ქვემოთ".

კომენტარები