მაიკ პენსი

პენსი მთავარ საფრთხეებზე: რუსეთზე, ტერორიზმზე, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაზე

როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ შენიშნა, ჩვენ გვიპირისპირდებიან ქაოსით, არეულობით, ტერორით, ემუქრებიან ჩვენს სუვერენიტეტს, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. ყველაფერს, რასაც პრეზიდენტმა უწოდა მშვიდობის საყრდენები.

აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთი აგრძელებს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფას. მას საერთაშორისო საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა სურს.

რადიკალი ისლამისტები ბარბაროსულად გვესხმიან - ბარსელონაში, პარიზში, ლონდონში...

ახლო აღმოსავლეთში მსოფლიოში ტერორიზმის მთავარი დამფინანსებელი სახელმწიფო არღვევს ირანის შეთანხმების სულისკვეთებას, რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს და უტიფრად ემუქრება სუვერენულ ქვეყნებს.

ასევე, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს ჩრდილოეთ კორეის გახრწნილი რეჟიმის პროგრამის განხორციელებას ატომურ იარაღთან და ბალისტიკურ რაკეტებთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტმა თქვა "მთელ მსოფლიოს ემუქრებიან არნახული რაოდენობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობით."

 

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი მსოფლიოს მთავარ საფრთხეებზე 21-ე საუკუნეში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე

კომენტარები