არჩევნები 2017

კალაძე: ილუზია არავის აქვს, რომ მომდევნო ოთხ წელში ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ

ილუზია არავის აქვს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ და საერთოდ პრობლემა არ დარჩება. ეს ხომ შეუძლებელია, ეს არის 20-25 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემები. რაც შეგვეძლო, რითაც შეგვეძლო, დავამახინჯეთ ჩვენი დედაქალაქი და მე მგონი, შედეგს ყველა სახეზე ვხედავთ. მაგრამ, თუ დღეს არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნება ქალაქის წინსვლა.

ქართული ოცნების მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრისას, კალაძის ამ კომენტარს რუსთავი 2 ავრცელებს.

კომენტარები