საკონსტიტუციო ცვლილებები

ბუკიკიო: არ მოგვწონს, თუ კონსტიტუცია ერთი პარტიის მიერაა შეთანხმებული და მიღებული

ვიცი, რომ ამის მიღწევა რთულია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არ მოგვწონს, თუ კონსტიტუცია შეთანხმებული და მიღებულია მხოლოდ ერთი პარტიის მიერ. ეს არის პრობლემა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები კარგია და კონსტიტუცია კარგია, კონსენსუსის აუცილებლობა მაინც რჩება. კონსტიტუცია ყველასია, ხალხის კუთვნილებაა, საქართველოს და ქართული საზოგადოების კუთვნილებაა. იმისათვის, რომ კონსტიტუცია აღსრულდეს, ქართველები უნდა ამაყობდნენ და აღიარებდნენ კონსტიტუციას. ჩვენ, ვენეციის კომისიას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეგვიძლია და სიტუაციის გაუმჯობესება პოლიტიკურ ძალებზეა. საერთაშორისო საზოგადოებას შესაძლოა ჰქონდეს მოსაზრება, რომ კონსენსუსის დეფიციტი იყო, როდესაც საქმე კონსტიტუციის ფართო მხარდაჭერის საკითხს ეხებოდა

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ინტერვიო საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა. თარგმანი ეკუთვნის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

კომენტარები