მიწების გადაცემა

მდინარაძე: ეს არ არის ერთ ლარად ქონების გადაცემა, ეს არის მილიარდიანი ინვესტირება

რასაც ისინი ერთ ლარად ქონების გადაცემას არქმევენ, რეალურად, არის მილიარდიანი ინვესტირება, რასაც ხელს უშლიან. შესაბამისად, ისინი ხელს უშლიან ეკოლოგიას, სამუშაო ადგილებს, თბილისის ახალ სავიზიტო ბარათს. თუ ასე აპირებენ ამომრჩევლის გულის მოგებას, ბუნებრივია, ამას სწორ სვლად ნამდვილად ვერ შევაფასებ. მე ვფიქრობ, ნებისმიერი აქცია, ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც პროგრესის ჩაშლისკენ არის მიმართული, საკრებულოს სხდომა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, უნდა აღიკვეთოს.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, თქვა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საკრებულოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ივანიშვილის კომპანიისთვის მიწის 1 ლარად გადაცემას ეხება.

კომენტარები