არჩევნები 2017

ვაშაძე: ოთხ წელიწადში სრულიად სხვა, ბედნიერ თბილისში ვიცხოვრებთ

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პროგრამა - "თბილისი ლიდერთა შორის". საქართველო - ლიდერ სახელმწიფოთა შორის, თბილისი კი, ლიდერ ქალაქთა შორის. ეს არის პროგრამა, რომელიც დიახაც, არის ამბიციური, დიახაც, არის ინოვაციური, დიახაც, არის აბსოლუტურად განსხვავებული, დიახაც, ითვალისწინებს ყველა იმ თანამედროვე შესაძლებლობას, რომელიც არის მსოფლიოში, და სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ოთხ წელიწადში სრულიად სხვა თბილისში ვიცხოვრებთ, არა გაჭირვებულში, არამედ, ბედნიერ თბილისში.

ერთობა ახალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე შემაჯამებელ ყრილობაზე.

კომენტარები