არჩევნები 2017

უსუფაშვილი: დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ. დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა. ჩვენ ვაღიარებთ და ვუერთდებით ოპოზიციურ ლიდერთა საბჭოს  შეფასებებს არჩევნებთან დაკავშირებით. თუმცა, შესაძლოა გვქონდეს განსხვავებული ხედვებიც, დასკვნებიც მომავალი პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ. შენების მოძრაობას აქვს ამბიცია, რომ მომავალი სამი წლის  განმავლობაში გაკვალოს ეს გაუკვალავი გზა, საარჩევნო გზა, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა იმ გზებით და იმ ფორმებით, რომელიც ეფექტურად შეეწინააღმდეგება იმ პრობლემებს, რომელიც ამ შეფასებებშია მოცემული. არც ნაცადი გზით საპროტესტო აქციები მოგვიტანს შედეგს და არც ნაცადი გზით არჩევნებში მონაწილეობა. შენების მოძრაობა ამ გაუკვალავ გზას გაკვალავს მომავალი 3 წლის განმავლობაში. 

თქვა შენების მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას. პარტიას პროპორციული სიები 17 მუნიციპალიტეტში ჰქონდა წარმოდგენილი, მათგან 9-ში: ჩხოროწყუში, ხარაგაულში, დმანისში, გორში, ჩოხატაურში, ონში, ფოთსა და ხულოში პარტიას საკრებულოში წარმომადგენლები ეყოლება. შენების მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა კი ხმების 1%-ის მიღებაც ვერ შეძლო - მას მხარდაჭერა მხოლოდ ამომრჩევლის 0,25%-მა გამოუცხადა. 

კომენტარები