გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი: პომიდორს ჭრაქი დაემართა, კიტრი არ მოვიდა, კაკალი სულ გაოხრებულია

მე ნამდვილად არ ვარ ფერმერი. იმისთვის, რომ ფერმერი იყო, რეალურად უნდა აწარმოებდე და იმდენი დოვლათი უნდა გქონდეს, რომ დაასაქმო ან გაყიდო პროდუქცია, მაგრამ ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ვცდილობ რაღაც შევქმნა როგორც სოფლის მცხოვრებმა. წელს მქონდა საშინელი წელიწადი. გარდა კარტოფილისა, ისიც ლუკაშენკომ მაჩუქა სათესლე მასალა, ფაქტობრივად, ყველაფერი ძალიან ცუდად მოვიდა. პომიდორს ჭრაქი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა, კაკალი მთლიანად გაოხრებულია. ამაზე რომ ვიყო დამოკიდებული, წარმოვიდგინე, რამდენად გამიჭირდებოდა. ჩემი ფინანსური შემოსავალი ეს რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა აბსოლუტური კატასტროფა. არაფერი დამიგვიანია, მაგრამ არ მოვიდა.

გიორგი მარგველაშვილი ფერმერებთან შეხვედრისას. პრეზიდენტის კომენტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები