შეგიძლიათ ამოიღოთ გადაცემების, საინფორმაციოების სტატისტიკა კონკრეტული ტელევიზიიდან და ნახავთ, რომ მიზანმიმართულად მიდის ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია. ეს ადამიანი ძალიან დიდი ინვესტიციებს ახორციელებს თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით, დაახლოებით 800 მილიონამდე ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, თბილისში იხარჯება დაახლეობით, 460 მილიონი ამ კონკრეტულ პროექტებზე, რასაც ეწინააღმდეგებიან. დაახლებით 15 ათასი ადამიანია დღეს დასაქმებული მშენებლობების დროს და შეიქმნება მუდმივი, დაახლეობით 2000-ახალი სამუშაო ადგილი. ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, ეწინააღმდგებიან მასშტაბურ პროექტებს. თან ეს ყველაფერი გააკეთეს საარჩევნოდ, უნდოდათ არჩევნების პოლარიზება, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და მოსახლეობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც მიიღო. ზუსტად ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ არჩევნებისთვის რაღაც თემები აეწიათ და ბიძინა ივანიშვილი გამოეყვანათ თბილისის, ქვეყნის მტრად და ა.შ. თუ დააკვირდებით, ასეთი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ ყოველთვის ხდება.
tbl.ge/2lae
დაკოპირდა
კახა კალაძის განცხადება "პანორამა თბილისის" შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში.
ამავე თემაზე
- 6 ქალაქიდან, სადაც მეორე ტური გაიმართა, 5-ის მერი ქართული ოცნების კანდიდატი გახდა
- ოზურგეთის მერი დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე გახდა
- ქართული ოცნება ოზურგეთში გადამწყვეტი უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს
- ხაშურის მერი ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი გახდა
- ოზურგეთი: სიორიძე - 50.52%, შარაშენიძე - 49,48%