ლარის კურსი

გოცირიძე: სწორი პოლიტიკის პირობებში ზამთარი და ზაფხული ლარის კურსზე არ მოქმედებს

კვლავ ხდება ლარის სეზონური გაუფასურება. შარშან ეს დაიწყო ნოემბრის თვეში და ვიხილეთ ის პანიკური მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებოდა პარლამენტი და მთავრობა და რომელიც ძალიან მძიმედ აისახა თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე. დღეს ეს სეზონური დაავადება ერთი თვით ადრე დაიწყო. ამბობენ, რომ ეს ან ახალი წლის მოახლოების, ან რაღაც სხვა სეზონური ფაქტორების ბრალია. კი მაგრამ, იმ 9 წელზე რატომ არ მოქმედებდა ეს სეზონი, რატომ იყო პირიქით, რომ იმ პერიოდში შემოდგომასა და წინასაახალწლო პერიოდში ლარი ყოველთვის მყარდებოდა? შედით ეროვნული ბანკის საიტზე და ნახავთ, არავითარ გავლენას კლიმატი, ზამთარი თუ ზაფხული ლარზე არ ახდენს, თუკი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ქვეყანაში სწორად წარიმართება. რა არის მიზეზი? მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ჰყავს არაკომპეტენტური ხელისუფლება. 

განაცხადა ენმ-ის წევრმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. მისი მტკიცებით, მთავრობამ კომერციულ ბანკებს 500 მილიონი ლარი ასესხა, რაც არასწორია.

კომენტარები