მსურს, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ქართველ ფეხბურთელებს და ფეხბურთის ფედერაციას. ყოვლად მიუღებელია, რომ ადამიანები, რომელთაც სახელი გაუთქვეს ჩვენს ქვეყანას და საქართველოს პოზიტიურ იმიჯს ამკვიდრებენ მსოფლიოში საკუთარი დაუღალავი შრომით, გახდნენ მსხვერპლი გაუგებარი ადამიანებისა და ჯგუფების შეტევის. მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების მტკიცე და ერთსულოვანი პასუხი. ვერავინ ვნახე დღეს აქციაზე მისული ისეთი, ვისაც იმის მეათედი სიკეთე მაინც ჰქონდეს მოტანილი ქვეყნისთვის, რასაც მათ მიერ შეურაცხყოფილი ადამიანები აკეთებენ.
tbl.ge/2lt2
დაკოპირდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გურამ კაშიას მიმართ გამოთქმულ ნეგატიურ კომენტარებს საკუთარ Facebook-ზე გამოეხმაურა.
ამავე თემაზე
- გურამ კაშია სამეგრელოში ბავშვებს შეხვდა და თანასწორობასა და ტოლერანტობაზე ესაუბრა
- კაშია, როგორც LGBT ადამიანების მხარდამჭერი UEFA-ს მიერ გადაღებულ ფილმში მოხვდა
- კაშია: გავიფიქრე, ნეტა ქართველი ხალხი უყურებდეს, რა ამაყი ვიქნებოდი-თქო
- გურამ კაშია: ალბათ, ეს ჩემი ადამიანობისთვის გადმოცემული ჯილდოა
- გურამ კაშიას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ბრწყინვალების ორდენი გადასცა