ლარის გაუფასურება

ნადირაშვილი: ცოცხალია ირაკლი ღარიბაშვილი, ღმერთმა კარგად ამყოფოს

ცოცხალია ირაკლი ღარიბაშვილი, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ჰკითხეთ, მისი აზრით, ადამიანი, რომელიც აღმოაჩენს, რომ ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 6%-ით გაძვირდა და სამედიცინო პროდუქცია 10%-ით გაიზარდა, ეს ამ ადამიანისთვის ემოციურ-ფსიქოლოგიური ფაქტორია თუ ეს არის ძალიან მწარე რეალობა?

ასევე ცოცხალია და ღმერთმა კარგად ამყოფოს გიორგი კვირიკაშვილი. ჰკითხეთ ერთი, რას ეძახის ქამრების შემოჭერას? იმას ხომ არ ეძახით ქამრების შემოჭერას, როდესაც რეგიონული პროკურორი 23-ჯერ იღებს პრემიას და დანამატს აქ ბატონმა აკაკი ზოიძემ დაგვამშვიდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. შეიძლება ყველაფერი მართლა ძალიან კარგად იყოს მაგალითად ბატონი შავლა ხუციშვილისთვის. ის შსს მინისტრის მოადგილეა და 150 000 ლარი აქვს შემოსავალი.

კომენტარები