სამთავრობო ცვლილებები

ინაშვილი პრემიერს: თანამდებობიდან უნდა წახვიდეთ, შემდეგი გაჩერება თქვენ იქნებით

25 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე 29 ოქტომბერს და გაიხსენეთ, რას ითხოვდა ეს ხალხი. ეს ხალხი ითხოვდა მთავრობის გადადგომას. აი, აქაც, წამოვიდნენ გარკვეულ დათმობებზე, რომ იცვლება მთავრობის შემადგენლობა და ოპტიმიზაცია მოიყვანეს მოტივად. ახლა, ესეც არის, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, კვირიკაშვილის მხრიდან, არა სისტემური ცვლილებების განხორციელების სურვილი, არამედ თვითგადარჩენის მიზანი. რომ ის გადარჩეს, შეინარჩუნოს ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება და მოახდინონ რაღაცა ფასადური ცვლილებები ჩვენს დასამშვიდებლად. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სისტემურ და ძირეულ ცვლილებებზე, მაშინ თვითონ კვირიკაშვილი უნდა წავიდეს, პირველ რიგში, როგორც ამ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი და მე ვეუბნები მას, კიდევ ერთხელ, რომ შემდეგი გაჩერება თქვენ იქნებით.

პატრიტოთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი TV პირველის ეთერში სამთავრობო ცვლილებების შესახებ.

კომენტარები