ლარის გაუფასურება

ოცნების დეპუტატს ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან კითხვები აქვს

პირველივე დღეს, როგორც კი დაიწყო გაუფასურება, მოვითხოვე ეროვნული ბანკისგან განმარტების გაკეთება, რა პროცესებთან გვქონდა საქმე. სამწუხაროა, რომ მაშინ ეს პასუხები გაიწელა და დღეს ვართ ამ მდგომარეობაში. დღეს მოვისმინე განცხადება ბანკის, თუმცა მაქვს კითხვები. როდესაც ეროვნული ბანკი საუბრობს, თუკი დიდი ხნით გაგრძელდა პროცესიო, რას გულისხმობს დიდ ხნით გაგრძელებაში, რა პერიოდზეა საუბარი და როდესაც საუბრობს ფუნდამენტურ საწყისებზე კურსის გადახრასთან დაკავშირებით, მაინტერესებს კურსის ფუნდამენტური მაჩვენებელი რა არის მათი მოსაზრებით?

ქართული ოცნების დეპუტატის, ლევან კობერიძის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

კომენტარები