ჰომოფობია

ნუგზარ ჭონქაძე: უარვყოფ, რომ ვარ ჰომოფობი, ფაშისტი, მოძალადე

უარვყოფ, რომ ვარ ჰომოფობი, ფაშისტი, მოძალადე, ვერც ერთ ფაქტს ვერავინ მომიყვანს, რომ მე ვინმეზე ვიძალადე ჩემი ცხოვრების მანძილზე, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიმეყენებინოს ვინმესთვის.

განაცხადა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნუგზარ ჭონქაძემ. წყარო ipn. ნუგზარ ჭონქაძის მერიაში თანამდებობაზე დანიშვნა საკრებულოს ოპოზიციამ ორი დღის წინ გააპროტესტა. მათ თქვეს, რომ ჭონქაძე ზონდერია და განსაკუთრებული აგრესიულობით, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით გამოირჩევა. უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი სიძულვილის ენის შემცველ პოსტებს სულიკო კედელაშვილის ფსევდონიმით წერდა.

კომენტარები