საქართველოს საპატრიარქო

მეუფე მელქისედეკი: ქვეყნის გადასარჩენად ერთადერთი გზა დასავლეთია

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ვიზიტი, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები არის ყველაზე ძლიერი მოკავშირე ჩვენი, ჩვენი ქვეყნის. ჩვენ ვცდილობთ, რომ მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდეს. მრევლს თვითონ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა არის დასავლეთი, რა ღირებულებებია. ეს უდიდესი ქრისტიანული ქვეყნები, ისტორიულად ქრისტიანული ქვეყნები, მათთან ურთიერთობა აუცილებელია და ჩვენ ყოველთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და ერთადერთი გზა არის დასავლეთი.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი აშშ-ში ვიზიტის დროს რუსთავი 2-თან საუბრობს. განვითარების და დემოკრატიის ცენტრის (CDD-ის) ინიციატივითა და ორგანიზებით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი ვაშინგტონში 24 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება.

კომენტარები