სააკაშვილი თბილისში შეკრებილ მხარდამჭერებს: მიყვარხართ, ჩემი ცხოვრება თქვენთანაა

მთელი უკრაინის პოლიტიკური ლიდერები, ყველა მოვიდა და გუშინ გამოვიდა მთელი კიევი. აქ არასოდეს ვინმე ადამიანის გულისთვის ამდენი ადამიანი ქუჩაში არ გამოსულა. ჩემთვის არ გამოსულა, რა თქმა უნდა, გამოვიდა, რადგან ყველაფერი ყელში ამოუვიდათ. გუშინ დადგნენ მაიდანი პირველად მაიდნის შემდეგ. ეს აღარ არის ხუმრობა უკვე, ეს არის დიდი ძალა. რამდენიმე ღამე ეს ხალხი მითევდა საკნებთან - ქუჩაში, სიცივეში, უბედურებაში და ამის გარდა, მინდა, გითხრათ, რომ როცა პირველად წაართვეს ჩემი თავი პოლიციას, იქ ერთმა ადამიანმა გადაისხა ბენზინი და ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან სანთებელა, თავს იწვავდა. ნუ, მართლა ძაან მაგარი ხალხია. მე ახლა სასამართლო დარბაზში ვარ, წერა არ შემიძლია და, უნდა ვთქვა, რომ წარმოუდგენლად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ამათი გმირობის, ამათი ერთიანობის, ამათი გამძლეობის. და მართლაც, გაუმარჯოს უკრაინას და გაუმარჯოს საქართველოს იმიტომ, რომ მე მართლა ძაან მადლობელი ვარ.

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. მიყვარხართ, ჩემი ცხოვრება, ჩემი გული, ჩემი ყველაფერი არის თქვენთან და, რა თქმა უნდა, საქართველო მიყვარს სიცოცხლეზე მეტად, ეჭვიც არ შეგეპაროთ

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზის სხდომიდან კურიერს სატელეფონო ხაზზე ჩაერთო.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები