საკონსტიტუციო ცვლილებები

ქანთარია: რამდენად მართებულია საკონსტიტუციო ცვლილების ელვა-დეპეშასავით დაწევა?

მუხლის შინაარსობრივ მხარეს არ შევეხები, ფორმატზე მინდა გკითხოთ: საკონსტიტუციო ცვლილებები დიდი ხანია, დაანონსებული გვქონდა პარლამენტს, თქვენ. შემდეგ ინიცირება გაკეთდა ამის, მერე იყო განხილვა, საკმაოდ დიდი დრო იყო, რომ ვისაც რამე შენიშვნა ჰქონდა, გამოეხატა აზრი. ისიც კარგად ვიცი, რომ კონსტიტუცია არ არის პოემა, წერტილი რომ დაუსვა და ყველას შეიძლება გააჩნდეს სურვილები უფრო დახვეწის მიზნით, მაგრამ მოგმართავთ, როგორც ძალიან კარგ კონსტიტუციონალისტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ასე ელვა-დეპეშასავით დაწევა ამ ცვლილების მეორე მოსმენის დროს, რამდენად მიუთითებს პროფესიონალიზმზე? თუ თქვენ იცოდით ეს ამბავი, მაშინ განხილვებზე არ გვქონდა საუბარი და თუ არ იცოდით, რატომ მოხდა ეს. თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს ფორმატზე, რომელიც საკმაოდ უხერხულია. 

ეს ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს პლენარულ სესიაზე ჰკითხა. პარლამენტი მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს. განიხილება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაც ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, რომელიც არც კომისიის მუშაობს და არც სახალხო განხილვის დროს ინიცირებული არ ყოფილა.

კომენტარები