დედაქალაქის 2018 წლის ბიჯეტი

კალაძე: ჩვენ რევოლუციურ გარდასახვებს შევიტანთ ქალაქის განვითარებაში

ეკოლოგიური მდგომარეობა, საცობი, პარკინგი, ცხოველთა დაცვის კუთხით არსებული პრობლემები, უსახური შენობები და ქალაქში არსებული სხვა პრობლემების ფონზე მაქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა, ვიყო თბილისის მერი. ჩვენ რევოლუციურ გარდასახვებს შევიტანთ ქალაქის განვითარებაში. ბიუჯეტი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, არის არა ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ინტერესებზე, არამედ თბილისელების სურვილზე მორგებული. ვისაც თბილისისთვის სიკეთე სურს, ამ ბიუჯეტს მხარს დაუჭერს. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საკრებულოს სხდომაზე, 2018 წლის ბიუჯეტის განხილვასთან დაკავშირებით. წყარო ipn.

კომენტარები