ოთხპუნქტიანი გეგმა

კვირიკაშვილი: ოთხპუნქტიანი გეგმა ყოვლისმომცველი ნაბიჯების ერთობლიობაა

ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც გახლავთ ყოვლისმომცველი ნაბიჯების ერთობლიობა, განსაზღვრული იმისთვის, რომ დროის მაქსიმალურად შემჭიდროებულ მონაკვეთში შევცვალოთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროგრამის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად რჩება. 2017 წლის განმავლობაში ოთხპუნქტიანი გეგმა, რა თქმა უნდა, იყო წამყვანი ჩვენი მთავრობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ოთხპუნქტიანი გეგმის მეშვეობით, ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ და შემდგომი სამი წლის განმავლობაში შევძლებთ, თვისობრივად ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში უკეთესობისკენ.

ასე შეაჯამა პრემიერნიმისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის განმავლობაში ოთხპუნქტიანი გეგმის მიღწევები.

კომენტარები