გახარია: შეწყალების უფლება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა არსებობს მორალური მხარე

რა თქმა უნდა, შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და ეს საკითხი არავის არასდროს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია, თუმცა მაგალითისთვის მოვიყვან, როდესაც ჩვენ დღევანდელ სიტუაციაში ვსაუბრობთ მძიმე ნარკოტიკებზე, ან მძიმე ნარკოტიკების რეალიზატორებზე, ან ნარკოტიკების გავრცელებაზე და ვამბობთ, რომ ეს ის მიმართულებებია, რომლებიც აუცილებლად უნდა გამკაცრდეს ეფექტური ნარკოპოლიტიკის ჭრილში და ამავე დროს, როგორც მაგალითი, შეიძლება მოხდეს მსგავს დანაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს, მათ შორის, პრეზიდენტსაც აქვს ვალდებულება, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები უფრო ახსნილი იყოს საზოგადოებისთვის, რომ გარკვეულ ლოგიკურ წინააღმდეგობაში არ აღმოვჩნდეთ. როდესაც ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ მაგალითად, საკმაოდ აქტიურად გვიწევს კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა და იმ შემთხვევაში, თუ ხდება კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელი, ამ მსგავს დამნაშაულში ბრალდებული ადამიანის შეწყალება, ვფიქრობ, რომ აქ აუცილებელია, საზოგადოებისთვის იყოს უფრო დეტალურად ახსნილი, თუ რა მოტივებით ხდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ეს არის პრეზიდენტის დისკრეცია და არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა არსებობს მორალური მხარე, არსებობს საზოგადოების მოლოდინი და ის აქტუალური კონტექსტი, რომელშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეწყალების უფლების შესახებ. გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, მიხეილ სააკაშვილს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გახარიას ამ კომნეტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები