რელიგიის სწავლება სკოლებში

ჯაში: სკოლებში რელიგიების სწავლებას მხოლოდ მივესალმები

სკოლებში რელიგიების სწავლებას და თეოლოგიის პრინციპების შესახებ ინფორმაციის შეტანას მხოლოდ მივესალმები. რელიგიის სახელით მიმდინარე ომები სწორედ იმ ცოდნის დეფიციტია, რომელიც თანამედროვე სამყაროში სხვადასხვა ერის მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის და ასევე თანამშრომლობისთვის აუცილებელია. საპატრიარქოსთან აქტიური კონსულტაციები დაწყებულია და საქართველოში მოქმედი ყველა კონფესიის წარმომადგენელი თანაბრად ჩართული იქნება, რომ სხვადასხვა ტრადიციული რელიგიების ისტორიის შესახებ თანაბრად მივაწოდოთ ინფორმაცია.

გადამზადების და სერთიფიცირების მქონე პედაგოგები ჩაერთვებიან შესაბამისი დისციპლინის სწავლებაში. ჯერ საუბარია ძირითადი პრინციპების შეთანხმებაზე და სახელმძღვანელოს შინაარსის შეჩერებაზე. მე ვფიქრობ, კონკრეტულ სკოლებში შეგვიძლია საპილოტე რეჟიმში 2019 წლიდან დავიწყოთ. ყველაფერი არსებული საგანმანათლებლო გარემოს ფარგლებში წარიმართება.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშისკოლებში რელიგიის საკიტხების სწავლების შესახებ. ჯაშის ამ კომნეტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები