მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: უკრაინაში დასაბრუნებელ გზას ვიპოვი

ვიპოვი გზას უკრაინაში დასაბრუნებლად. ჩვენ მილიონობით ადამიანი გვეყოლება კიევის ქუჩებში. შემდეგ მათ [უკრაინის ხელისუფლებას] მოუწევთ ძალაუფლების დათმობა.

პოლონური მედიის ცნობით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში განაცხადა. ცნობისთვის, გუშინ სააკაშვილი უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა რესტორანში დააკავა და ჩარტერული რეისით, რეადმისიის ფარგლებში, პოლონეთში გაამგზავრა.

კომენტარები