ბოკერია: ცუდია, როდესაც ადამიანების დიდ ჯგუფს არ მოსწონხარ, მაგრამ ეს ჩემი ბრალია

ცუდია, როდესაც არის დიდი ჯგუფი ადამიანების, რომელსაც შენ არ მოსწონხარ. მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს არის ის, რომ რაც სწორად მიაჩნია პოლიტიკაში, საკუთარი გუნდისთვის და ქვეყნისთვის ის უნდა გააკეთოს. ამას შეიძლება ჰქონდეს ბევრი ან ნაკლები პოლიტიკური ფასი. პოლიტიკოსი უნდა ეცადოს, რომ კარგად შეძლოს ამის ახსნა, მე ამას ხშირად კარგად ვერ ვახერხებდი და ეს ობიექტურად ჩემი ბრალია და არა იმისი, ვისაც მე არ მოვწონვარ. უნდა ვეცადო, რომ გამოვსწორდე

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა "კვირის ინტერვიუში". ბოკერია პასუხობს ჟურნალისტის კითხვას თავის პოპულარობაზე
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მაჭავარიანი: ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვას ერთი წლით გადავავადებთ

კომენტარები