ევროპული საქართველო

ბოკერია: თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში უპირობო ბელადები არ უნდა არსებობდნენ

ჩემი ამოცანა დღეს, ხვალ, ზეგ და მაზეგაც არის ქართული ოცნების და ივანიშვილის გუნდის დამარცხება იმიტომ, რომ მხოლოდ ამას შეუძლია ჩვენი ქვეყნის უკუსვლა შეანელოს. ჩვენ გვაქვს მყარი ხედვა, რომ ბელადები თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში და პროდასავლურ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდნენ. ლიდერები უნდა არსებობდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ უცვლელი და უპირობო ბელადები - არა. არსებობს შეხედულებები და ღირებულებები და უნდა არსებობდეს ნორმალური, ევროპული დემოკრატიული წესრიგი

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში "კვირის ინტერვიუ" პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, მიხეილ სააკაშვილის შესახებ

კომენტარები