რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები

პუტინი 2030-ის არჩევნებზე: 100 წლამდე ხომ არ ვიჯდები პრეზიდენტად, ეს სასაცილოა

[2030 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე] 100 წლამდე ხომ არ ვიჯდები პრეზიდენტად, ეს სასაცილოა

რუსეთის მე-4 ვადით არჩეულ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იყრის თუ არა ის კენჭს 2030 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. 18 მარტს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ხმების 60%-ის დათვლის შედეგად, ეგზიტპოლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინი 75,57%. ეს მისთვის მე-4 საპრეზიდენტო ვადა იქნება. პუტინი პრეზიდენტი იყო 2000 - 2004 და 2004 - 2008 წლებში. 2008 - 2012 წლებში მას პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2012 წელს, ამჯერად უკვე გაზრდილი საპრეზიდენტო ვადით (6 წელი) დაიკავა პრეზიდენტის პოსტი.

კომენტარები