ქუმსიშვილი გუდაურის ინციდენტზე: ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი

ბიურო ვერიტასის“ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ „საძელეზე“ ძაბვის ვარდნა ნამდვილად მოხდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია. თუმცა, საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით და კონკრეტული ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ-გენერატორზე და შემდგომში იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს. სამწუხაროდ, დღეს არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა, არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში. ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში საბაგიროზე მომხდარ ინციდენტზე საუბრობს. 16 მარტს საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები