არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა

ციხელაშვილი ტატუნაშვილზე : ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩატარდეს სათანადო გამოძიება

დღეს ყველანი უნდა ვიყოთ, პირველ რიგში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის გვერდში. ამის შემდგომ ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩატარდეს სათანადო გამოძიება. ერთი მხრივ იმის გამო, რომ შესაბამისი რეაგირება იყოს ამ უმძიმეს ფაქტზე და მეორეს მხრივ, ამოქმედდეს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, იმისთვის, რომ მოხდეს მსგავსი ფაქტების და ზოგადად ადამიანის უფლებების დარღევევის პრევენცია, რაც უკვე წლების განმავლობაში, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ხდება ჩვენს ტერიტორიაზე

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს დღეს, 24 მარტს, კრძალავენ.

კომენტარები