კაპანაძე: ნამდვილმა ოპოზიციამ სიის მეშვეობით მთავრობას ქმედით ნაბიჯები უნდა გადაადგმევინოს

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე:
- ამ სიაში მთავრობამ უნდა შეიყვანოს არა მხოლოდ მკველელები და ადამიანის უფლებების დამრღვევები, არამედ ისინიც, ვინც ხელს აფარებს ამდანაშაულებებს. მათ შორის - რუსები.
- სანამ სიაში ვინმეს შეიყვანენ, უნდა ჩატარდეს გამოძიება და ბრალი უნდა წაეყენოთ.
- ანუ, მთავრობამ პრაქტიკულად ასევე აიღო ვალდებულება ეს საქმეები გამოიძიოს. 
- ამას მთავრობა, ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ გააკეთებს
- ოღონდ არ გააკეთებს არა იმიტომ, რომ რეზოლუციაა ცუდი, როგორც ამას ზოგიერთი დღეს ამბობს, არამედ იმიტომ რომ მთავრობაა ცუდი.
- ნამდვილმა ოპოზიციამ ახლა ეს ინსტრუმენტი (სია) უნდა გამოიყენოს, რომ მთავრობა აიძულოს ქმედითი ნაბიჯები გადადგას და სიაში ხალხი შეიყვანოს.
- დანარჩენებს კი შეუძლიათ განაგრძონ სიის კრიტიკა, წუწუნი და ვიწროპარტიული მიზნების მიღწევის მცდელობა.

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის შესახებ.

კომენტარები