ვიზალიბერალიზაცია

კობახიძე: უვიზო მიმოსვლა მოიცავს გარკვეულ გამოწვევებს და ჩვენ ამაზე უნდა ვიზრუნოთ

მინდა ყველას კიდევ ერთხელ მივულოცო უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ერთი წლის იუბილე, რაც არის ჩვენთვის ძალიან დიდი პრივილეგია და პრივილეგიასთან ერთად ეს არის ჩვენი დიდი პასუხისმგებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მომავალში იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ სათანადოდ წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი ევროპელი მეგობრების წინაშე, რაც გახდება იმის საწინდარი, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ ევროპას და ევროპის კავშირს. უვიზო მიმოსვლასთან არის დაკავშირებული გარკვეული გამოწვევები და ჩვენ ამ ყველაფერზე უნდა ვიზრუნოთ. მათ შორის, თუ არის გარკვეული ზომები მისაღები იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ სათანადო პასუხისმგებლობა ამ საკითხის მიმართ საკანონმდებლო ცვლილებებით ან რაიმე სხვა ზომებით, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი განვიხილოთ. აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც გაიზრდება პასუხისმგებლობა ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრე ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციის შესახებ. დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ.

კომენტარები