მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: ნურავინ გვაშინებს სააკაშვილის დაბრუნებით, მას ელოდება მართლმსაჯულება

ნურავინ გვაშინებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით. მას ელოდება საქართველოს მართლმსაჯულება, მას ელოდება საქართველოს პენიტენციური დაწესებულებები. შესაბამისად, კი ბატონო, მობრძანდეს, დახვდება ყველა ეს სისტემა. მაგრამ მთავარია, რომ საქართველო წარსულს, მით უმეტეს ნეგატიურ წარსულს, არასდროს დაუბრუნდება

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", მამუკა მდინარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილმა დღეს თქვა, რომ ჩამოვა საქართველოში და დაგეგმილ პროგრამებს თავის გუნდთან ერთად განახორციელებს.

კომენტარები