მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: დიახ, მძიმედ ვაკრიტიკებ თქვენ წინაშე ელჩს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ქართველი მოსამართლეების დასანქცირება უსაფუძვლო და არასამართლიანია. მან ამერიკის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანიც გააკრიტიკა.

"ვინც გასაკრიტიკებელია, იმას გავაკრიტიკებთ, ვისი დამოკიდებულებაც მიგვაჩნია, რომ არის სწორი, შესაბამისი მეგობრობასთან და პარტნიორობასთან, იმას დავაფასებთ." - თქვა მდინარაძემ.


2023 წლის აპრილში აშშ-მ "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.

კომენტარები