სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: კაკაბაძეს მხარი დავუჭირე, სამაგიეროდ, ლომჯარიას წინააღმდეგ მივეცი ხმა

ჩემ ამომრჩევლებს - ვის წინაშეც ანგარიშვალდებული ვარ - მინდა ავუხსნა ჩემი დღევანდელი პოზიცია ანუ რატომ ნინია კაკაბაძეს საზმაუსის ბორდზე კანდიდატურას დავუჭირე მხარი და სამაგიეროდ ნინო ლომჯარიას წინააღმმდეგ ვუყარე კენჭი სახალხო დამცველის პოსტზე.

დავიწყოთ იმითი, რომ არც ერთის და არც მეორესი შეხედულებებს - ნაციონალურ მოძრაობასთან უკიდურესად დაახლოებულს - არ ვიზიარებ.

თუმცა ერთ შემთხვევაში საქმე ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის ბორდს, სადაც მიმაჩნია მრავალფეროვნება და "ოპოზიციური" წარმომადგენლის მონაწილეობა (მირჩევნოდა სხვა ოპოზიცია არსებობდეს ქვეყანაში და მისი წარმომადგენელი მიგვეღო) საფრთხეს არ წარმოადგენს და საჭიროც არის რაღაც დონეზე. მიუკერძოებელ კანდიდატს ეს ოპოზიცია არ და ვერ წარმოადგენდა და პროცესი ჩიხში შევიდოდა, რაც ასევე საზმაუსის საქმიანობას არ წარსდგებოდა.

სამაგიეროდ მეორე შემთხვევაში - სახალხო დამცველისა- რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მიუკერძოებელი, ზეპარტიული და ობიექტური, ლომჟარიას კანიდატურა სრულიად მიუღებელი იყო, რაც დასტურდა მის ახლახან წარმოდგენილ აშკარად პოლტიკურად ისპირირებულ წლიურ ანგარიშში და პოზიციებში.

ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად, ჩემ საკუთარ პოლიტიკურ მრწამსის თანახმად ...

პარლამენტის წევრი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევას ეხმაურება. კაკაბაძეს "ქართული ოცნების" წევრების ნაწილმაც მისცა ხმა, რაც პარტიის სხვა წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს.

კომენტარები