9 აპრილი

პრეზიდენტი: მადლობა ჩვენი თავისუფლებისთვის

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ საშინელ ღამეს, როდესაც ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში აჩეხეს ჩვენი ქალები და ბავშვები. როცა საუბარია იმის თაობაზე, რომ ცივი ომი დამთავრდა, დამთავრდა მშვიდად, მე მინდა, ყველას გავახსენო, რომ აი, აქ საქართველოში, როდესაც მიმდინარეობდა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მათ შორის აი, ამ ქალებისა და ბავშვების და მაშინდელი ეროვნული მოძრაობის საშუალებით, ეს ომი აქ არ იყო ძალიან ცივი, ამ ომს მაშინ ეწირებოდნენ ჩვენი მოქალაქეები და მადლობა მათ, მათ ღვაწლს იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფალი ვართ და მე მგონი იმ ქვეყნებმაც, რომლებმაც მშვიდად დაასრულეს ცივი ომი და უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობენ, მათ კეთილდღეობაშიც ამ ადამიანების ღვაწლი დიდია.

განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შემკობის შემდეგ გააკეთა. 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა.

კომენტარები