9 აპრილი

ზურაბიშვილი: მემორიალთან მოტანილი ტიტები ამკობს დღეს მებრძოლ ქართველ და უკრაინელ გმირებსაც

დღეს აქ მოტანილი ტიტები არის არა მხოლოდ 9 აპრილს დაღუპული გმირებისთვის, ეს ყვავილები ასევე ამკობს იმ გმირებს, ქართველებს თუ უკრაინელებს, რომლებიც დღეს იბრძვიან ზუსტად იგივე იდეებისთვის, იგივე თავისუფლებისთვის, იგივე დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი მაგალითი არის ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის გამარჯვების მაგალითი, ეს არის იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული, თუ ის არის თავისუფლებისთვის. ჩვენ არასდროს არ უდნა დაგვავიწყდეს. უნდა ვიდგეთ ჩვენი უკრაინელი ძმების გვერდით. ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს - ეს არის რუსეთი. ეს უნდა ვიცოდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიყოთ სოლიდარული, ვიყოთ ჩვენი წარსულისა და ჩვენი ტრადიციების ღირსი, ამ ადამიანების ღირსი, ვინც აქ 1989 წელს იდგა და არ დაჩოქილა. 

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 

კომენტარები