Women in the World

კლინტონი ჩერგოლეიშვილს რუსეთზე: ვფიქრობ, რომ ჩვენ რაღაც ეტაპზე დავიბენით

ვფიქრობ, რომ ერთერთი მთავარი, რაზეც თამარა [ჩერგოლეიშვილი] ყურადღებას ამახვილებს, ისაა, რომ მეორე მხარეს, პუტინს და არა მხოლოდ პუტინს, აქვს საკმაოდ ნათელი სტრატეგია. მათ ზუსტად იციან, რისი მიღწევა სურთ. ვფიქრობ, ჩვენ გარკვეული დროის მანძილზე დავიბენით - ვერ გავაცნობიერეთ, რასთან გვქონდა საქმე. გვეგონა, რომ იარსებებდა გზა, რომელიც თავიდან აგვაცილებდა კონფლიქტს, არ დაგვაბრუნებდა ცივი ომში ან, ღმერთმა დაგვიფაროს, "ცხელ" ომში

Women in the World 2018 წლის სამიტზე პანელს, სახელწოდებით "სიმართლე ძალაუფლების პირისპირ" აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უწევდა მოდელირებას და მასზე სიტყვით ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოვიდა.

კომენტარები